Digest Logo

„დავამთავრეთ საზაფხულო ტური... ახლა ჩემი არდადეგები დაიწყო“ - სტეფანე მღებრიშვილი

1693740286
სტეფანესტეფანე

სტეფანე მღებრიშვილმა საზაფხულო ტური დაასრულა, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ნოემბრის ბოლომდე კონცერტებს აღარ გამართავს.

„დავამთავრეთ საზაფულო ტური და სპეციალური პროგრამა, რომელიც ზაფხულისთვის გავაკეთეთ…

“აუ ამდენი სტეფანეს კონცერტიო… “- ზოგი ასე ამბობდა, არა და სულ სამი ჩავატარეთ, სამივე სხვადასხვა ლოკაციაზე (ეტყობა რეკლამა ხვდებოდათ და სულ ჩემი კონცერტი ეგონათ) და დასწრებადობა იყო იმდენი, რამდენიც ეტეოდა. სუპერ ანშლაგებით ჩაიარა ყველა კონცერტმა.

დიდი მადლობა ორგანიზატორებს, ჩვენი ბენდის უმაღლესი კლასის, განუმეორებელ მუსიკოსებს და ყველაზე მთავარს, მსმენელს, რომელიც ასე გვანებივრებს…

ყველა კლუბის მენეჯერი ამბობდა, ვა, ეს რანაირი ხალხია, დიდი ხანია ასეთები არ გვინახავსო…

ახლა ჩემი არდადეგები დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე არ ვაპირებთ კონცერტის გამართვას (კორპორატიულები არ ითვლება)

იმედია დასასვენებლად რომ წავალ, კიდევ ერთ ახალ სიმღერას დავწერ, რითიც კიდევ განვაახლებთ პროგრამას და შევხვდებით ახალ სეზონზე თბილისიში!

მილიონი მადლობა !“ – წერს სტეფანე.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ისწავლეთ მადლობის გადახდა! ზოგჯერ ჩვენთვის ეს ერთი თბილი სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მიღებული ჰონორარი“ - რას წერს ზურა შევარდნაძე?

🔵„რამე აქციაშია ეს ორიგინალური ფეხსაცმელები?“ - შორენა ბეგაშვილის მორიგი „ლუქი“

🎥 „ეს სამი ერთად საოცრებაა, ბრავო ანრი ეს რომ მოიფიქრე“ - ანრი ჯოხაძის, ოთო ბაზერაშვილის და ნიკოლოზ ხარატის შესანიშნავი შესრულება