
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ფეისბუკ მეგობარზე წერს და ამბობს რომ მას საბოლოოდ გაუშვებს თავისი ცხოვრებიდან:
„2009 წლის 9 მარტს შევქმენი ფეისბუკ გვერდი.
ამ ხნის მანძილზე, არც ერთ ცუდ კომენტარზე პასუხი არ გამიცია, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.
ამ დროის განმავლობაში დავბლოკე მხოლოდ ერთი ადამიანი, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე.
ხვალ დილის 9 საათზე დავბლოკავ მეორეს, ყველა სოციალურ ქსელში.
ამის მიზეზი არის, ის, რომ მათ არ აქვთ თავმოყვარეობა, არ გააჩნიათ საკუთარი თავის პატივისცემა, არ აქვთ ზრდილობა, ღირსება და მორალი.
პიროვნება, რომელიც საკუთარი სიამოვნებისთვის ყველაფერს იკადრებს, მის მიმართ მეკარგება ნდობა, მე მას ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე ვკარგავ.
ვპატიებ, ვუშვებ ჩემი ცხოვრებიდან და ვამთავრებ ურთიერთობას. მიქრება ყველანაირი სიყვარული, ტკივილი, გრძნობა, თანაგრძნობა და რჩება ცარიელი ადგილი.
არიან ადამიანები რომლებიც კვდებიან და ქრებიან.
არიან ადამიანები, რომლებიც გარდაიცვლებიან და გზამართალს დაადგებიან“, - წერს გია ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რუსკა ქარქაშაძე ულამაზეს ლუქში ბრწყინავს - „არაჩვეულებრივად გამოიყურები“
🎥 როგორ ისვენებს შორენა ბეგაშვილი თურქეთში - მოდელი ახალ ვიდეოს გვიზიარებს