Digest Logo

„დავინახე ჩემი მხსნელი, ტაქსის მძღოლი, რომელიც ამ საშინელ სიცხეში, საოცარი სიჩქარით მორბის ბაქანზე, ჩემი ტელეფონით ხელში“ - რა შეემთხვა ზურა მანჯავიძეს

1654530379
მომღერალი ზურა მანჯავიძე

მომღერალი ზურა მანჯავიძე სოციალურ ქსელში ამბავს ჰყვება, რომელიც დღეს ბათუმში წასვლის დროს გადახდა თავს. მისი თქმით, მას ტაქსიში ტელეფონი დარჩა და როგორც თავად ამბობს, კეთილი ადამიანის დამსახურებით, მან მობილური მალევე დაიბრუნა.

დღეს ასეთი ამბავი გადამხდა თავს:

მივდივარ ბათუმში მატარებლით. დრო საცობების გათვალისწინებით გავთვალე და გამოვედი, მაგრამ ჰოი საოცრება! ტაქსები გაქრა.

თითქმის ნახევარი საათის შემდეგ, ძლივს გავაჩერე სანატრელი მანქანა და საბედნიეროდ, ისე ივაჟკაცა მძღოლმა, რომ ზუსტად მივასწარი მატარებელს, მაგრამ სიჩქარეში ტელეფონი ამომივარდა და რისთვისაც მივდიოდი ბათუმში, იმ ღონისძიების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან მთელი ინფორმაცია და კონტაქტები მობილურში მქონდა.

ამ განცდებში ვარ და ამ დროს დავინახე, ჩემი მხსნელი, ტაქსის მძღოლი, რომელიც ამ საშინელ სიცხეში, საოცარი სიჩქარით მორბის ბაქანზე, ჩემი ტელეფონით ხელში და ჩემ სახელს ხმამაღლა ყვირის. ჩემი სიხარული და გაოცება წარმოიდგინეთ. გადმომცა თუ არა, კარები დაიკეტა და წესიერად მადლობაც ვერ გადავუხადე.

ერთადერთი ინფორმაცია - თეთრი ,,პრიუსი".

ძალიან მინდა ეს მაგარი ადამიანი ვიპოვო და წესიერი მადლობა გადავუხადო.

ჩემო უცნობო მხსნელო და მაგარო კაცო, თუ სადმე ამ პოსტს გადააწყდი, აუცილებლად შემეხმიანე.მანამდე კი, საჯაროდ გიხდი დიდ მადლობას! გაიხარე !!!“, - წერს ზურა მანჯავიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „შენ თვითონ გარეცხეო.. მას შემდეგ, რაც ეს და კიდევ ბევრი საშინელი ჭუჭყი და ლაქა დამხვდა“ - რა შეემთხვა ალექსანდრა პაიჭაძეს

🎥 „44 წლის შემდეგ ახდენილი ოცნება“ - დედამ მკვდრად გამოცხადებული შვილი იპოვა

🎥 გიორგი მახარაძისა და მისი დედის მიერ შესრულებული ცეკვა - ემოციური კადრები ქორწილიდან