Digest Logo

„დავკარგეთ კარგი მეგობარი, ოჯახმა კარგი შვილი, კომპანიამ საუკეთესო თანამშრომელი... ძალიან მეცოდები მეგობარო“ - ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

1724340684
გარდაცვლილი გაგა

ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოხდა, ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

გაგა რამდენიმე დღის განმავლობაში სიცოცხლისთვის იბრძოდა, მას სისხლიც გადაუსხეს, თუმცა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა.

გარდაცვლილ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.

„გეზ მოტორსის დიღმის ფილიალში სტუმრობისას აუცილებლად დაგხვდებოდათ მოღიმარი ბიჭი, უზადო სიკეთის და ადამიანობის მქონე, რომელიც თავს აუცილებლად დაგამახსოვრებდათ პროფესიონალიზმითა და ყურადღებით.

სამწუხაროდ გაგას კეთილმა გულმა ვეღარ გაუძლო და დაგვტოვა, მძიმე ავარიის შემდეგ, როგორც გაგას სჩვეოდა ბოლომდე იბრძოლა.

მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, გეზ მოტორსის თითოეული თანამშრომლისთვის უდიდესი ტკივილიანი დღე დადგა, სამწუხაროდ ღიმილიანი გაგა აღარ გვყავს“, - ვკითხულობთ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

„დღეს ჩვენ დავკარგეთ კარგი მეგობარი. ოჯახმა დაკარგა კარგი შვილი. კომპანიამ დაკარგა საუკეთესო თანამშრომელი.

ავტოსფერომ დაკარგა კიდევ ერთი პროფესიონალი. R.I.P. გაგა, ძალიან მეცოდები მეგობარო, ძალიან...“, - წერს ლევან მიქაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ბექა ხოფერიას შვილი 2 წლის გახდა - „მამას პატარა კაცი“

⭕„დაიბადა ბებოს გულის გახარება ბიჭი“ – ხვიჩა კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

⭕„პირველად და უკანასკნელად“ - ალექსანდრა პაიჭაძემ ბურგერი გასინჯა