სულ მალე 2024 წელი დადგება. ვისთვის კარგი და ვისთვის ცუდი წელიწადი მსახიობმა ია ფარულავამ შეაჯამა და მისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები გაიხსენა, რაც 2023 წელს უკავშირდება.
„საინტერესო წელი იყო ჩემთვის 2023 რთული და ამავდროულად გამოწვევებით სავსე. დავშორდი 10 წლის მერე ტარიელ სუარს, თუმცა კარგ მეგობრებად დავრჩით. ახალი გამოწვევაც მივიღე სამსახურში ( ასე ვეძახი ტელევიზიას ) სულ სხვა ფორმატი და სტილი რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებელში.
მიუხედავად იმისა რომ ჩემი ინსტაგრამ სთორები თითქმის სულ ერთნაერია, ჩემი ფოლოვერები მაინც მიყურებენ დიდი ინტერესით დავიწყე ანტიეიჯ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ჩაბმა და ყველაფერში ჩემი პატარა მფარველი გზას მიკვლევდეს. დიდი მადლობა ღმერთს, რომ ყველა ჩემი ახლობელი და მეგობარი ნათესავი ჯანმრთელად მყავს !
ბედნიერი ჯანმრთელი და წარმატებული ახალი წელი ყველას!!!!
იხარეთ და იბედნიერეთ !!! მრავალჟამიერ !!“, - წერს ია ფარულავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ბავშვები და ოჯახები, რომლებიც 2023-მა წელმა გვაჩუქა - სელებრითების წლის კარგი ამბები