
იუმორისტი და მსახიობი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.
როგორც ნიკა წერს, მალე საზოგადოებას იმ რთულ პერიოდზე მოუყვება, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მის პიროვნებაზე.
„ადრე თუ გვიან აუცილებლად დავწერ, ან მოვყვები იმ 3 თვეზე, რომელიც ძალიან მალე სრულდება.
იმიტომ, რომ ასეთი წარმოუდგენელი, უცნაური, მოულოდნელი, უმძიმესი, უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ემოციებით სავსე პერიოდი სხვებმა თავიდან აიცილოთ.
მე კი, მე რა ადამიანი ვარ, რომელიც 45 წლის მიუხედავად მხოლოდ სხვებზე ფიქრობს და მხოლოდ საკუთარ თავს ემტერება.
ერთი რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ დეკემბერი ისეთი საოცრებით დაიწყება, რომელიც ალბათ საერთოდ სხვა ემოციებს შემოიტანს ჩემს გონებაში და ემოციებში.
P.S. ამდენი წლის მერე აღმოჩნდა, რომ თეორეტიკოსი უფრო მაგარი ვარ, ვიდრე პრაქტიკოსი - ალბათ ფილოსოფოსად ჩამოყალიბდი საბოლოოდ “, - ნიკა ქავთარაძე.
🔵„პოეტობა ეს არის და არა რაღაც ანთოლოგიებს დართულ მიმოხილვებში მოხვედრა“ - გიორგი კეკელიძე გალაკტიონ ტაბიძეზე