Digest Logo

„დე, გულთან დაგიტოვე ადგილი ჩემს საბანკეტო პერანგზე, ჩანაწერისთვისო. გული ამიჩქარდა, არაფერი მაქვს დასაწერი პატიების გარდა“ - ემიგრანტის ემოციური წერილი

1684934888
ლალი გვიჩიანი

ემიგრანტი დედა ლალი გვიჩიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შვილის ბოლო ზარს ეხმაურება. სამწუხაროდ, სკოლის დამთავრების დღეს დედამ შვილთან ჩამოსვლა და ბედნიერების გაზიარება ვერ მოახერხა.

„მაპატიე, დე, ვერ აგისრულე რასაც შეგპირდი. გუშინ ბოლო ზარი იყო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც ერთად უნდა გაგვეზიარა.

გვიჭირს მიმღებლობა ჩვენი არჩეული ყოფადობის, მეც დამნაშავეს ვეძებდი იმ პირობის არ შესრულებისთვის რომ ვერ ჩავედი. ადვილია დანაშაულის სხვისთვის დაბრალება და მეც ჩემი ქვეყნისკენ გავიშვირე ხელი ბრალეულობა იმას დავაკისრე. დავფიქრდი და განდეგილივით ხმა გამეყინა იმ მთა და ბარს ვადანაშაულებ ჩვენი წინაპრების და ჩვენი ეპოქის გმირების სისხლით რომ არის მორწყული, იმ მშობლების ბედნიერ სახეებს შევხედე თავიანთ შვილებთან ამაყად რომ დგანან და შემრცხვა საკუთარი თავის.

დღეს ყველაზე მეტად გამიჭირდა მიმღებლობა ფულზე გაცვლილი ჩემი დაკარგული ბედნიერი წუთების. მარიამს ვურეკავ, ჩემს ცრემლებს, გაყინულ ხმას ვმალავ, მიულოცე და მპასუხობს - დე, გულთან დაგიტოვე ადგილი ჩემს საბანკეტო პერანგზე ადგილიო, შენი ჩანაწერისთვისო, გული ამიჩქარდა, არაფერი მაქვს დასაწერი პატიების გარდა,  იმ მოპარული ბავშვობისთვის, რასაც უჩემობა ჰქვია.

ხმას ვერ ვიღებ, ვუსმენ და ერთიანად გამომაფხიზლა იმ სიტყვებმა, რომლის მოსმენაც ძალიან მჭირდებოდა. მადლიერება რასაც გამოხატავს ჩემს მიმართ და პირობა რამაც გამაბედნიერა, არასოდეს ექნება სურვილი დატოვოს ის ქვეყანა, რომელიც უზომოდ უყვარს და ეს ჩემი დამსახურება.

უყურებ ამ ვარსკვლავ გოგო ბიჭებს და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის იმედით მევსება გული“, - წერს ლალი გვიჩიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ვის წინაშე დადებენ ფიცს ქართველი ჯარისკაცები? ფაშისტური იდეოლოგიის გამტარებელი, ჩვენი შვილების ომში ჩაბმის და დახოცვის მოსურნე სალომე ზურაბიშვილის წინაშე?“ - ხათუნა ხოფერია

🎥 „გადაღებულია მკვლელობის მომენტი, სადაც ჩანს...“ - შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

🔵„მოვეწონე და ერთ დღესაც, ცოლობის სანაცვლოდ, 500 ათასი დოლარი შემომთავაზა არაბმა შეიხმა“ - რას ჰყვება მაკა ხიზანიშვილი