სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი სასჯელს სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში იხდის. მისი შვილი ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ მას სასწრაფოდ სჭირდება კვლევები და შემდეგ ოპერაცია, რის გამოც ისინი საზღვარს კვეთენ.
„ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დედაჩემს სჭირდება სასწრაფო კვლევები და შემდგომ ოპერაცია, რის გამოც დღეს დედა მიგვყავს ქვეყნიდან რამდენიმე დღით, რის შესახებაც წინასწარ გამომძიებლებსაც შევატყობინეთ და იციან დეტალურად როდის მიდის და ა.შ.
დღეს დილიდან ჩაბურული შუშებით სტრუქტურის მანქანები დგანან ჩვენს სახლთან და რაიმე პროვოკაციას თუ ექნება ადგილი გზაში და დედაჩემს რამე დაემართება, თქვენს კისერზე იქნება დედაჩემის სიცოცხლე და სრული პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ !
დედაჩემი არის ცუდად !!!“, - წერს ნინი გოგაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ქორწინების დასრულების ინიციატორი მე ვიყავი...“ - რას ამბობს ეკა კახიანი