Digest Logo

„მიიღეთ განსხვავებული აზრი ძალით ლიბერალებო! არ მოეწონა ეს სცენაზე „ზასაობა“ კაცების და მერე რა? დაიხურა სპექტაკლი? გააგდეს მოზასავეები?“ - შალვა რამიშვილი

1670830853
ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი

სოციალურ ქსელში ორი მსახიობის - თორნიკე გოგრიჭიანისა და კახა კინწურაშვილის ერთ-ერთმა სცენამ, სადაც მათ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს, საზოგადოებაში დიდი კრიტიკა გამოიწვია.

ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მსახიობის როლია, მეორე მხარე კი ამბობს, რომ მსახიობისთვისაც უნდა არსებობდეს, რაღაც, რასაც არასდროს ითამაშებს.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „POSTV-ის“ მთავარი პროდიუსერი შალვა რამიშვილი გამოეხმაურა.

„ვერ გავიგე ეს ნათია ბერიძე კულტურის პოლიტიკას განსაზღვრავს? არ მოეწონა ეს სცენაზე „ზასაობა“ კაცების და მერე რა? დაიხურა სპექტაკლი? გააგდეს მოზასავეები? თქვა აზრი (ჩემთვის ნაკლებად გასაზიარებელი) ამ გოგომ და ნუ შეეცით ვირის დედას!

მე ასე არ დავწერდი. ბევრი ფილმი მაქვს ნანახი, სადაც ჰომოსექსუალური კავშირების ამსახველი კადრებია.

მიმაჩნია, რომ მთავარი ის კი არაა ეს კადრები ვინმე დილეტანტის გემოვნებასთან იყოს ახლოს - არამედ, მხატვრული თვალსაზრისით რამდენად ღირებულადაა გაკეთებული.

ნათიას თავად „ზასაობის“ ფაქტი არ დაევასა. მე მგონი ჯერ სპექტაკლი უნდა ნახო და გაარკვიო უაზრო ეპატაჟისთვისაა ეს ჩასმული თუ ღირებული სცენაა. ნათიას აპრიორი არ დაევასა... მერე რა? ამიტომ აუტოდაფე უნდა მოვუწყოთ? მიიღეთ განსხვავებული აზრი ძალით ლიბერალებო!“, - წერს შალვა რამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქორწინების დასრულების ინიციატორი მე ვიყავი...“ - რას ამბობს ეკა კახიანი

🔵„ამ ამბავმა მსახიობი გია გურგულია გამახსენა, ითამაშა იმ კაცის როლი, რომელმაც 10 წლის გოგო დედის თვალწინ გააუპატიურა, მერე ყელი გამოჭრა და დედაც ზედ დააკლა“ - ცვატა ბერძენიშვილი

🎥 როგორ მოვიქცეთ თუკი ამერიკის ვიზის აღება გვსურს - ამერიკის ელჩის რჩევები საზოგადოებას