ტრანსგენდერი ქალი ლორენ მასხულია, რომელიც საზოგადოებას გიორგი მასხულიას სახელით ახსოვს, საკუთარ გარდასახვის გზის სირთულეებზე საჯაროდ და გულწრფელად საუბრობს „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ პოსტში. მისი პოსტი სიყვარულზე, მიღებასა და პიროვნულ თავისუფლებაზეა და როგორც თავად ამბობს, ახლა ის საკუთარ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ ეტაპზე იმყოფება.
განსაკუთრებული მადლიერებით იხსენებს დედას, რომლის მხარდაჭერა მისთვის უპირობო იყო და რჩება:
„მე ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით იმიტომ, რომ ყველა ადამიანმა სიყვარულით მიმიღო, ვინც ჩემს ირგვლივ არის,
მათ შორის არის დედა.
არცერთი წუთით ჩემთვის ზურგი არ შეუქცევია, მან მე სიყვარული სამაგად დამანახვა.
ყველაზე ბედნიერი ვარ, ვტკბები ამ ბედნიერებით.
ყველაზე დიდი სიმდიდრეა ეს“,- წერს ლორენ მასხულია.