
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც დანამატების ირგვლივ არსებულ საფრთხეებზე საუბრობს:
„საქართველოში ყველაზე პოპულარული დანამატები და რატომ შეიძლება ისინი საფრთხის წყარო გახდნენ..
ვიტამინ D.
რას აკეთებს: აძლიერებს ძვლებს და იმუნიტეტს.
რისკი: ჭარბი დოზა → ჰიპერკალციემია, თირკმლის დაზიანება.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები:
რას აკეთებს: სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.
რისკი: სისხლდენის რისკი, მძიმე ლითონების არსებობა დაბალი ხარისხის პროდუქტებში.
ცილოვანი ფხვნილები (პროტეინი)
რას აკეთებს: სპორტში კუნთის მასის ზრდა და აღდგენა.
რისკი: თირკმელზე დატვირთვა, დამალული შაქარი ან სტეროიდები.
კოლაგენის ფხვნილები
რას აკეთებს: კანის ელასტიკურობა, სახსრების მხარდაჭერა (საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებით).
რისკი: ეფექტი ბოლომდე არაა დამტკიცებული, შესაძლებელია დაბალი ხარისხის შემადგენლობა.
გინკგო ბილობა
რას აკეთებს: მეხსიერების გაუმჯობესება (გავრცელებული მითი).
რისკი: სისხლდენა, ალერგია, წამლებთან ურთიერთქმედება.
კრეატინი
რას აკეთებს: ზრდის ძალას და გამძლეობას.
რისკი: დეჰიდრატაცია, კუჭ-ნაწლავის პრობლემები.
„დეტოქს“ ჩაი და აბები
რას აკეთებს: რეკლამაში „ორგანიზმის გაწმენდა“.
რისკი: ძლიერი დიარეა, ელექტროლიტების დეფიციტი, ღვიძლის დაზიანება.
მიკროპლასტიკის რისკი (ყველა დანამატში)
რას გულისხმობს: დაბალი ხარისხის პლასტმასის ბოთლები და კაფსულები.
რისკი: მიკროპლასტიკა და ტოქსინები → ჰორმონული დარღვევები, ანთება, კიბოს რისკი.
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები არ არის პანაცეა და მათ ვერ ჩაანაცვლებენ ჯანსაღ კვებას. საქართველოში მათი დიდი ნაწილი სუსტ ან საერთოდ დაუდასტურებელ ეფექტზეა დაფუძნებული. სუსტი რეგულაცია და დაბალი ხარისხის შეფუთვა (მიკროპლასტიკის რისკით) დამატებით საფრთხეს ქმნის. თუ მაინც იღებთ დანამატს — აირჩიეთ მხოლოდ სანდო მწარმოებელი, შეამოწმეთ შემადგენლობა და აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: