
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ისეთი ვაშლი გასინჯა, როგორი გემოც მის ბავშვობაში ჰქონდა:
„ხომ არაფერია, მაგრამ ყველაფერია…
არ ვიცი ამ ვაშლის ჯიშს რა ჰქვია. უბედნიერესი დილაა…
ბავშვობაში ზაფხულობით სოფელში რომ მივყავდი ჩემებს, პირველი რასაც ვაკეთებდი, მარანთან ვაშლის ხეზე ავდიოდი და ვაშლს ვჭამდი.
წუხელ, გვიან, ბათუმში ჩამოვედი მეგობრებთან, ამ დილით რომ გავიღვიძე სამზარეულოში ვაშლი დამხვდა, ჩავკბიჩე და ზუსტად ის გემო ჰქონდა, ბავშვობაში რომ იყო.
რა საოცარია ცხოვრება, როგორ დავიჯერო, თითქმის 50 წელი გავიდა და მის მერე ასეთი ვაშლი პირველად შემხვდა? ალბათ არა, ან კი, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ამ დილით ცხადად ვიმოგზაურე ბავშვობაში, სოფელ ზოდში.
უბედნიერესი დილა მაქვს.
მადლობა სამყაროს, რომ გავჩნდი დედამიწაზე.
მადლობა ჩემს მეგობრებს ასეთი დილა რომ მაჩუქეს. მადლობა თქვენ, ვინც ამ წერილს კითხულობთ.
მადლობა დედა და მამა, რომ მაზიარეთ ხილულ სამოთხეს.
მადლობა ღმერთს, მადლობა ჩემ თავს, რომ შემიძლია სწორად, ღრმად და მძაფრად შევიგრძნო მოვლენები, რაც ჩემს ირგვლივ ტრიალებს.
მიყვარს სიცოცხლე. ტკბილად და დიდხანს გეცხოვროთ და გეცოცხლოთ. მიყვარხართ“, - წერს გია ჯაჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: