Digest Logo

🎥 „რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ვამაყობ, რომ ქართველი ვარ“ – ნუცა ბუზალაძის ქმარი ჩოხაში, დუდუკის ფონზე – ვარსკვლავური წყვილი თბილისშია

1754646069
ნუცა ბუზალაძე

რამდენიმე თვის წინ ცნობილი ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე დაინიშნა. მისი რჩეული წარმატებული ამერიკელი სპორტისა და შოუბიზნესის აგენტი დარენ პრინსცია. წყვილმა ნიშნობა მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.

ამჯერად, ნუცა რჩეულთან და მეგობრებთან ერთად საქართველოს ესტუმრა.

როგორც კადრებიდან ირკვევა, ნუცას საქმრომ ხინკალი უკვე დააგემოვნა. გარდა ამისა, მან ქართული ტრადიციული სამოსიც მოირგო:

„ჩემი მეგობრები აეროპორტიდანვე შეხვდნენ დარენს ისე, როგორც მხოლოდ ქართველებს შეუძლია.

მხოლოდ ერთი დღეა რაც ჩამოვედით და უკვე შეყვარებულია ჩვენს კულტურაზე, განსაკუთრებით კი ადამიანებზე.

აი, ამას ჰქვია სითბო და გულწრფელობა. რამდენადაც მეტი დრო გადის, მით უფრო ვამაყობ, რომ ქართველი ვარ“, - წერს ნუცა ბუზალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ნიანგი“, „სილიკონის თოჯინა“ – შორენა ბეგაშვილი მის მიმართ ყველაზე ხშირად გავრცელებულ შეფასებებს აქვეყნებს

„როგორ დავიჯერო, თითქმის 50 წელი გავიდა და მის მერე ასეთი ვაშლი პირველად შემხვდა?“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

„ბევრი ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას მიიღებს, გაიცნობს ახალ მეგობრებს“ - რამაზ გიგაური 8 აგვისტოს ასტროტენდენციებზე