ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„როდესაც ადამიანი ავად ხდება,
ხედავს, რომ დედამიწა ისევ ტრიალებს - არ გაჩერებულა,
ისევ ისე გრძელდება ცხოვრება...
თურმე,
შენს გარშემო არ ტრიალებს სამყარო...
შენ გეძლევა დრო, იფიქრო,
მოიცალო საკუთარი თავისთვის,
დაფიქრდე შენი ცხოვრების წარმავალობაზე,
და დაუშვა, რომ შეიძლება გარდაიცვალო და ამით ყველაფერი მთავრდება...
როდესაც ძალიან გიყვარს ის, რაც შენს გარშემოა,
სიკვდილი არ გინდა,
მაგრამ თუ გაქვს შენი უკვდავება,
შენი მარადისობა,
და გყავს ქრისტე – სიცოცხლის, ბედნიერების, სიყვარულის წყარო,
მაშინ სიკვდილის განცდის მოსვლისას, ამქვეყნიური არაფერი უნდა გიყვარდეს,
შენი გული არ უნდა მიეწებოს არაფერს,
სიკვდილზე ფიქრი გვაძლევს შესაძლებლობას,
გავიხედოთ მარადისობაში,
და დავფიქრდეთ ამაზე,
ის, რაც გარდაცვალების მერეა მნიშვნელოვანი - აქვე უნდა გახდეს შენთვის მნიშვნელოვანი...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: