„არცერთი შრომა არ მითაკილია. ყველა დანაზოგი რაც შემიქმნია, ყველა ქონება რაც შემიძენია არავის უჩუქებია-სრულიად ჩემი შრომით მაქვს მიღწეული. კი ბატონო ფული არ მძულს, მეტიც მიყვარს, მაგრამ ვერ დამისახელებთ ადამიანს ვისი ადგილიც დავიკავე“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დათო ლიკლიკაძე წერს.
„პასუხი ერთ ქალბატონს, რომელმაც თქვა, რომ რავა სულ ლიკლიკაძე უნდა ხვდებოდეს თეთრ ხიდზე სტუმრებს.
მე ის კაცი ვარ ხშირად რომ უნატრია, ერთი სრული დღე 27 საათიანი უნდა იყოს. მართლა არ მყოფნის 24 საათი. დღე და ღამეს შრომაში ვატარებ ზუსტად 30 წელია და ჯერ არ ჩამომისვენია. სულ ექშენში ვარ, სულ ვლაპარაკობ. ერთხელ დავმუნჯდი მხოლოდ, როცა მამა აღარ გყავსო მითხრეს.
არცერთი შრომა არ მითაკილია. ყველა დანაზოგი რაც შემიქმნია, ყველა ქონება რაც შემიძენია არავის უჩუქებია-სრულიად ჩემი შრომით მაქვს მიღწეული. კი ბატონო ფული არ მძულს, მეტიც მიყვარს, მაგრამ ვერ დამისახელებთ (მთელი ქუთაისი მიცნობს და წამომაძახოს ვინმემ) ადამიანს ვისი ადგილიც დავიკავე. მე თვითონ შევქმენი დათო ლიკლიკაძე და მეტი არ მაქვს საქმე ეს ადგილი სხვას ასე ერთი ხელის მოსმით გადავაბარო.
მოკლედ, ვიდრე ფულს წერს ბრენდი „ლიკლიკაძე", არსად გაწევას არ ვაპირებ.
ისე ამ ქალბატონის მსგავსად ვინც ფიქრობს „რავა სულ ლიკლიკაძე უნდა ხვდებოდეს სტუმრებს, სხვა არავინაა ქუთაისში?"- გთხოვთ, დატოვოთ თქვენი მისამართი. სიამოვნებით მოვიყვანდი თქვენთან ამ სტუმრებს. სიხარულისგან არ იცით რა მემართება, როცა ჩემს სტუმრებს სხვები მასპინძლობენ“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სოფო ნიჟარაძე თეატრის სცენაზე დაბრუნდა - კადრები სპექტაკლიდან