Digest Logo

„დღე, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი, გმადლობთ, საყვარელო ადამიანებო, ამ დაუვიწყარი დღისათვის“ - ქეთი ჟღენტი

1753772886
ქეთი ჟღენტი

ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს. იგი მილიონერი ქებურიიების რძალია.

მას 28 ივლისს ოქროს დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც გრანდიოზულად აღნიშნა. წვეულება ოქროსფერ ფერებში იყო გაფორმებული.

ქეთიმაც ოქროსფერი, Phoenix Dress – Gold ბრი­ტა­ნე­ლი მო­დის ექ­სპერ­ტი­სა და ბუ­ტი­კე­ბის მფლო­ბე­ლის, ანი დობლის ბრენ­დის შექმნილი კაბა მოირგო.

ქეთიმ დაბადების დღის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა და სამადლობელი პოსტიც დაურთო თან:

„დღე, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ჩემი ოქროს დაბადების დღე. მჯერა, რომ ეს წელი ისეთივე განსაკუთრებული იქნება, როგორიც ჩემთვის 27 არის. გმადლობთ, საყვარელო ადამიანებო, ამ დაუვიწყარი დღისათვის“, - წერს ქეთი ჟღენტი. 

ცნობისთვის, თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია. 2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. თოშამ მომავალ მეუღლეს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა, მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა.

წყვილს სამი შვილი ჰყავს. მოდელი ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს, განსაკუთრებით კი, უფროსი შვილების, კატერინასა და ბუბას ფოტოებს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Katie Jgennti-Keburia (@katiejgennti)