საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ქვათაცვენის გამო დროებით შეიზღუდა.
ჟურნალისტი ვახო სანაია რიკოთის კვლავ ჩაკეტვას სოციალურ ქსელში სახუმარო პოსტით გამოეხმაურა.
„ქრისტესშობითგან 2023 წლის 11 აპრილი.
რიკოთი ჩამოიშალა.
დღეიდან დასავლეთ საქართველოს ერთპიროვნულად განაგებს მეფე დათო ნარინი ლიკლიკაძე.
ეს მოვლენა ისტორიაში ,,მცირე ქვათაცვენის” სახელით შევიდა“, - წერს ვახო სანაია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ნუგზარ კვაშალის ანეკდოტი ვაკელ ცოლ-ქმარზე - სახალისო ამბავი