Digest Logo

„რიკოთის მონაკვეთი მიეკუთვნება ძირულას მასივს - ძირულა არის ყველაზე ძველი ქანები ამიერკავკასიაში, 600 მილიონი წლისა“ - რას წერს თეა გოდოლაძე რიკოთზე არსებულ ვითარებაზე

1681216229
თეა გოდოლაძეთეა გოდოლაძე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ქვათაცვენის გამო დროებით შეიზღუდა.

🔵 რიკოთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე რიკოთის უღელტეხილზე არსებულ ვითარებას ეხმაურება.

რიკოთის მონაკვეთი მიეკუთვნება ძირულას მასივს.

ძირულა არის ყველაზე ძველი ქანები ამიერკავკასიაში.

600 მილიონი წლისაა აპალაჩებზე ძველია.

აპალაჩებისგან განსხვავებით, ეს გადაძველებული, მეტამორფული ქანები, დამატებით კიდევ განიცდის აქტიურ დეფორმაციას, დანაოჭებას, აზევებას!

აშლილია ქანებიო დასკვნებში, მაგიტომ წერენ.

არა, სად ეტენებოდოთ ამ მიწის ჩიჩქვნით ერთი გამაგებინეთ რა!

დასკვნა, ის ჩინური კომპანია, აზრზე არ იყო რას აკეთებდა. რის შესახებაც ადრეც გაგვაფრთხილეს.

თვითსტაბილიზაციისკენ მიდის ახლა სისტემა, თქვენ ჭკუაზე არ გაიაროს რა“,- წერს გოდოლაძე

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ნუცას ამერიკელების ერთი ნაწილი შოკში ჰყავს, ხოლო მეორე ნაწილი კომაში“ - დათო ლიკლიკაძე

🔵 „ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვაზე კონტროლი გამკაცრდება - ჯარიმა 500-იდან 1 500 ლარამდეა

🔵 „ადამიანმა დაკარგა ულამაზესი ეზო, სახლი აფხაზეთში, და ბევრი წვალების შემდეგ თავისივე ხელით ააშენა და გააშენა ახალი ბაღი“ - ემოციური ვიდეო საზღვრისპირა ორსანტიიდან