Digest Logo

„დღეს აივსება სოც. ქსელი მოგონებებით იმის შესახებ, თუ როგორ მიუხაროდათ სკოლებში გაპრანჭულებს და ლაღებს, ხოდა მე არ მიმიხაროდა“... - ბაკურ ბაკურაძე

1662013585
ბაკურ ბაკურაძე

რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე პირველ სექტემბერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს თუ როგორ არ უყვარდა ეს თარიღი და სწავლის დაწყება.

„დღეს აივსება სოციალური ქსელი მოგონებებით იმის შესახებ, თუ როგორ მიუხაროდათ სკოლებში გაპრანჭულებს, დასვენებულებს და ლაღებს. ხოდა ,მე არ მიმიხაროდა,  მძულდა 1-ელი სექტემბერი იმიტომ, რომ დამთავრდა ზაფხული და შესაბამისად თავისუფლება. 1-ელი სექტემბერი ჩემთვის პირდაპირ ასოცირდებოდა თავისუფლების შეზღუდვასთან ისევე, როგორც მთელი სკოლის პერიოდი. 

ბუნებრივია, ეს იყო არაჩვეულებრივი წლები, თუმცა მაინც, ჩემს ცნობიერებაში სკოლა იყო რაღაც იძულებითი, ჩემი ნების საწინააღმდეგო მოვლენა, რომელიც მთელი თავისი მოცემულობით და ვალდებულებებით იყო ჩემთვის ყვეელაზე ძვირფასის, ჩემი თავისუფლების მარწუხებში მოქცევა. 

P.S. მაწუხებდა ახალი ფეხსაცმელი, მიჭერდა პერანგის საყელო, მამძიმებდა გატენილი ჩანთა, თვითონ ჩანთა იყო საშინელი მოცემულობა, კატასტროფული დისკომფორტი, საშინელი!!!“ - წერს ბაკურ ბაკურაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არ ღირს ხელმძღვანელებთან კამათი, უმჯობესია დავის გარეშე შეასრულოთ ყველა დავალება და არ ჩაებათ არასასურველ კონფლიქტში“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ისრაელში წერენ, რომ სასწაული მოხდა... იმედი არავის ჰქონდა, რომ გადარჩებოდა“ - დათის მამა შვილის ჯანმრთელობაზე

🔵„გამომიყენეს, ბევრისგან მეტკინა გული… პატარა ასაკში მასწავლეს ჭკუა, რომ ადვილად არავის უნდა ენდო“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი