Digest Logo

„დღეს ჩემი კოტეს დაბადების დღეა... ღმერთს სამოთხეს ვთხოვ შენთვის“ - ირმა ინაშვილის ემოციური პოსტი

1656653100
ირმა და კოტე ინაშვილები

„პატრიოტთა ალიანსის ლიდერის“ ირმა ინაშვილის ძმა, კოტე ინაშვილი დღეს 50 წლის გახდებოდა. გარდაცვლილი ძმის დაბადების დღესთან დაკავშირებით ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ უფალს მისთვის სამოთხეს სთხოვს.

„დღეს ჩემი კოტეს დაბადების დღეა. 50 წლის... ღმერთს სამოთხეს ვთხოვ შენთვის“, - წერს ირმა ინაშვილი.

ამავე სტატუსის კომენტარებში პოლიტიკოსის მეგობრები წერენ:

„უკარგესი და ძალიან ნათელი ბიჭი.. გვიყვარხარ კოტე“
 
 „ირმა, როგორ მესმის შენი!

„უფალს ნათელში ეყოლება ეს ნათელი ბიჭი! “

„ეჰ კოტე ბიჭოო... ნათელი დაადგეს მის სულს....“
 
„ნათელი მის სულს“...
 
„ძალიან ძნელია მასზე წარსულში ლაპარაკი. ნათელში იყოს ჩვენი კოტეს სული“.
 
„ნათელი დაუმკვიდროს უფალმა და ღვთისმშობელმა!“

ცნობისთვის „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის ძმა გასული წლის 2 დეკემბერს ავარიას ემსხვერპლა.

აქამდე მეგონა, რომ ვიცი, რა არის ფიზიკური ტკივილი... ვიცი, რა არის სულიერი ტკივილი... ვიცი, რა არის სულიერი და ფიზიკური ტკივილი - ერთად, მაგრამ... არაფერიც არ მცოდნია ტკივილზე - გულსა და სულში გახურებულ კოცონზე, რომელსაც ახალგაზრდა ძმის დაკარგვა ჰქვია. ახლა მეც იმათ რიგებში ვარ, ვისთვისაც ეს კოცონი აღარასდროს ჩაქრება.

უდიდეს მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, ასეთი დიდი, ქრისტიანული, ქართული, თანადგომისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, ულევი სიხარული და სიკეთე მოგცეთ! შემაძლებინოს ღმერთმა, რომ თქვენს უზარმაზარ თანაგრძნობას სიკეთით ვუპასუხო“, - წერდა მაშინ ირმა ინაშვილი.