Digest Logo

„წარსული და აწმყო“ - „ლევანტე“ შოთა არველაძისა და გიორგი ქოჩორაშვილის ფოტოებს აქვეყნებს

1719396069
აჩი არველაძე

ესპანური საფეხბურთო კლუბი „ლევანტე“ სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც კლუბის ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები შოთა არველაძე და გიორგი ქოჩორაშვილი არიან გამოსახულები.

„წარსული და აწმყო“, - ასე ასათაურებს „ლევანტე“ ქართველი ფეხბურთელების ფოტოებს.

„ლევანტემ“ სოციალურ ქსელში არა ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც ქართველ ფეხბურთელებს და პირველ რიგში გიორგი ქოჩორაშვილს, გუნდის მოქმედ ფეხბურთელს ევრო 2024-ზე ამხნევებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე,  საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება. ეს არის ევროპის ჩემპიონატის, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი. იმისთვის, რომ საქართველომ ასპარეზობა მერვედ ფინალში გააგრძელოს და ჯგუფური თამაში დაძლიოს გამარჯვება სჭირდება. დაპირისპირება ქალაქ გელზერკინხენშია, რომელიც საქართველოსთვის არ არის უცხო, რადგან თავის დროზე იქ ლევან კობიაშვილი და ლევან ყენია ასპარეზობდნენ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნურაფრის ნუ გეშინიათ, ზღაპრის ბოლო კეთილია... ბიჭებო, მთელი ქვეყანა გგულშემატკივრობთ“ - გოგა ჩანადირი ქართველ ფეხბურთელებს ამხნევებს

🎥 „ჩემი მისდამი გვერდში დგომა არის მამაშვილური კავშირი“ - რას ჰყვება მამა იოანე ხეცურიანი გიორგი მამარდაშვილზე

🎥 „შეთანხმება მოხდა ჩემს აღმზრდელ მამასა და ბაბუას შორის...“ - რას ჰყვება ჟურნალისტი მაია პაპიძე