Digest Logo

„დღეს შენი დაბადების და ჩემი სიკვდილის დღე არის“ - თემირლან მაჩალიკაშვილის დედის ემოციური პოსტი

1700903660
თემირლან თემირლან

2017 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს 25 წლის გახდებოდა.

ამის შესახებ თემირლანის დედა, მედიკო მარგოშვილი ფეისბუკზე წერს და შვილს ემოციურ ლექსს უძღვნის.

„ჩემი ცხოვრება უშენოდ
დიდი ჩამქრალი მზე არის,
დღეს შენი დაბადების და
ჩემი სიკვდილის დღე არის.
დღეს განწყობა მაქვს ისეთი
მინდა რომ შენზე ვილოცო,
ეს შენი დაბადების დღე
სად ხარ, სად მოგილოცო?!
უნდა დაფიქრდე რომ საქმე,
სატირლად არ გაიხადო,
ნეტავ შენს გვერდში მამყოფა
დღეობა გადაგიხადო.
დღეს ჩემი გული არ ფეთქავს
გაქვავებული ხე არის,
დღეს შენი დაბადების და
ჩემი სიკვდილის დღე არის.
დაბადების დღეს გილოცავ ჩემო
ბიჭო.
დღეს 25 ნოემბერს
 25 წლის გავხდებოდით“ - წერს მედიკო მარგოშვილი.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „აღარ თქვა ცუდი სიტყვები“ - რუსკა მაყაშვილი კატოს სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

🔵„შენი 25 ნოემბერი მა, იქნებ დღეს გავაჩინო შენი შვილიშვილი“ - ნანუკა გულუას ემოციური პოსტი მამას