Digest Logo

„დღეს უპრეცედენტოდ ბევრი აფხაზი და ოსი მოკლეს უკრაინაში“ - დათო ლიკლიკაძე

1648846340
დათო ლიკლიკაძე, დათო

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ  რუსეთისთვის აფხაზი და ოსი ჯარისკაცები საზარბაზნე ხორცია. 

„დღეს უპრეცედენტოდ ბევრი აფხაზი და ოსი მოკლეს უკრაინაში. მოკლულია ასევე ქართული გვარის, ვინმე ბურდული, რომელიც ოსად მიიჩნევს თავს. ასევე მოკლულია აფხაზეთის დამსახურებული არტისტი ვინმე კულუმბეკოვი. ცხადია ეს ნათელი მაგალითია იმის, რომ რუსეთს მართლა უჭირს. საზარბაზნე ხორცია მისთვის ისედაც მცირე აფხაზი და ოსი. ახლა ე.წ. ოსეთის პრეზიდენტი ბიბილოვი გეგმავს დონბასში ჩასვლას. ამ პლასტმასის @ლემ, ეს ჩვენი ომია და იქ უნდა ვიყოო. აი ბიბილოვი რომ მოკლას ახლა დომენიკ მანგომ შემთხვევით. ხომ იქნება სასწაული?“ - წერს დათო ლიკლიკაძე.

ამავე პოსტში მას დომენიკ მანგო ასე სცემს პასუხს: მე ვერ მოვკლავ, მაგრამ ჩემს მიერ ჩაყვანილ მეომრებს შეიძლება შემოაკვდეს. ბევრია იქ ჩემს მიერ ჩაყვანილი გაბრაზებული მებრძოლი, რომელსაც რუსეთმა მშობელი ან საყვარელი ადამიანი წაართვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მნიშვნელოვანი და ახალი საქმეები არ წამოიწყოთ“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

🔵დღეს ახალმთვარეობაა - იფიქროთ მხოლოდ კარგსა და სასიამოვნოზე

🔵ვწუხვართ მთელი სულითა და გულით, ის დედამთილზე დედამთილია - როგორი დედამთილები არიან ზოდიაქოს ნიშნები?