დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამის ამბავს ბედნიერი დასასრული ჰქონდა. გოგონა იპოვეს, ის ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს.
მოზარდს ოჯახის წევრები საღამოს 7 საათიდან ეძებდნენ. გაუჩინარებამდე გოგონა დიდ დიღომში მდებარე „მწვანე სკოლასთან” ნახეს.
სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველებთან ერთად მოსახლეობაც იყო ჩართული.
როგორც სოციალურ ქსელში სამუშაოებში ჩართული მოქალაქე, რატი გაგნიძე წერს, ბავშვი ორმა ბიჭმა იპოვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ვილოცოთ, ყველაფერი სიხარულით დამთავრდეს…“- მამა პეტრე საზოგადოებას მიმართავს