
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი 36 წლის გახდა. დაბადების დღის მილოცვები მან სოციალურ ქსელში უხვად მიიღო. გარდა ამისა, ტელეწამყვანმა ინსტაგრამზე საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაღებული ფოტოები გაავრცელა და აღნიშნა, რომ მის დაბადების დღეზე ტელევიზიის ახალ შენობაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ქეთი და მისი მეუღლე დავით კაჭარავა მეორე შვილს ელოდებიან. წყვილმა სქესის გაგების ცერემონია სახლში მოაწყო და როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, მათ მალე გოგო ეყოლებათ.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 13 მარტს წყვილს ბიჭი შეეძინა, რომელსაც ილია დაარქვეს.
„გილოცავ ქეთი🎉 დიდ ბედნიერებას და წინსვლას გისურვებ“.
„იყავი ყოველთვის ენერგიული და შრომისუნარიანი,იბრწყინე ✨️“.
„გილოცავ ქეთი, ბედნიერი და ჯანმრთელი იყავი ჩემო ოქროს გოგო“, - წერენ სოციალურ ქსელში.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის აპრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება
⭕საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი