
ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად ჰყვებიან ტოქსიკური ურთიერთობების შესახებ, რომლებმაც მათ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. მსოფლიოს ასეთი არაერთი გახმაურებული ფაქტი ახსოვს, ეს ისტორიები კი დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებისა და საერთაშორისო მედიების ცენტრში იყო.
რეპერ კრის ბრაუნისა და რიანას ურთიერთობა ზღაპრულად დაიწყო. პირველად მათი გზები 2005 წელს გადაიკვეთა, წყვილს თავიდანვე მოეწონა ერთმანეთი, თუმცა 2009 წელს მომხდარმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა. რიანას ლოს-ანჯელესში უნდა ემღერა, მაგრამ მისი გამოსვლა ჩაიშალა, რადგან ბარბადოსელ მომღერალზე კრის ბრაუნმა კონცერტამდე ფიზიკურად იძალადა.
რიანას საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოებმა მთელი მედია სივრცე მოიცვა. ვარსკვლავის სახეზე მიყენებული დაზიანებები ნათლად ჩანდა.
„მასზე ძალიან მიჯაჭვული ვიყავი, ვფიქრობდი, იქნებ შეცდომა დაუშვა, ცოდოა, ყველა შეიცოდებს და მონსტრს დაუძახებს -მეთქი. ჩემს თავზე მეტად მასზე ვწუხდი, ერთ ღამეში ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა, კაცი, რომელიც მიყვარდა, მოძალადე აღმოჩნდა... დიდი დრო დამჭირდა იქამდე, სანამ პატიებას შევძლებდი“, - ამბობდა რიანა.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
🎥 დაუძლეველი მიჯაჭვულობა - ფსიქოლოგი განმარტავს, რატომ უბრუნდებიან ადამიანები ტოქსიკურ ურთიერთობებს
🎥 აპათია, მელანქოლია, ძილისა და მადის პრობლემები - 7 ჯანსაღი ჩვევა, რომელიც ჯანმრთელობას