ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი იუბილარია. იგი 24 წლის გახდა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ასაკზე მეტი გამოცდილება აქვს. ბავშვობიდან მუსიკითაა მოცული, მას ნაწარმოები ბევრ სცენაზე გაუჟღერებია და ეს საქმიანობა იმხელა ბედნიერებას ანიჭებს, რომ საკუთარი თავის სრულყოფისთვის მონდომებას არ იშურებს. თვითონაც აღნიშნავს, რომ შრომისმოყვარეა და ალბათ ეს სწორედ ის უნარია, რომელიც ყველა შემოქმედს სჭირდება.
დაბადების დღე პიანისტს კონცერტმაისტერმა, დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით მიულოცა და მასთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა.
„ათასი ფოტო კი დაგვიგროვდა ამასობაში, მაგრამ წლევანდელი წლის „სავალდებულო სადაბადებისდღეო” სტატუსისათვის ეს რამდენიმე შევარჩიე ჩქარ-ჩქარა, თუმცა გზად ყველა კი გადავათვალიერე და მივხვდი, რომ საკმაოდ ცოტა და ამავდროულად დახუნძლულ წლებში იმდენი თავგადასავალი დამიგროვდა მასთან ერთად, იმდენი დღესასწაული და სიხარული, მან რომ მომანიჭა, რომ მათი ჩამოთვლა უბრალოდ… გადავიფიქრე!
ყველამ ვინც ჩემ ტექსტს კითხულობს ზუსტად იცის, რომ საქმე გვაქვს მაღალ პროფესიონალიზმს გაზავებულ ზე-ნიჭიერებასთან, მულტი-ჟანრულ უცხოპლანეტელისებრ ჰიბრიდთან და მანიაკალურ პატრიოტთან, რომელიც იპყრობს და იპყრობს მსოფლიო სცენებს და კარგი მუსიკის მსმენელების გულებს!
ჰოდა, დიდება საქართველოს, რომელმაც შვა გიგაშა და დიდება გიგაშას, რომელიც თავის მხრივ სცენაზე, ეკრანზე თუ რუსთაველის პროსპექტზე ასახელებს, იცავს, უვლის და თავს ევლება საქართველოს!
მიყვარხარ არანორმალურო!!!
P.S. საკმაოდ მალე დავუკრავთ ჩვენს ეროვნულ ორკესტრთან ერთად და გავახარებთ თბილისში მყოფ გულშემატკივრებს! მეტ დეტალებს კი ერთ კვირაში გაგიზიარებთ!“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი ცხოვრების სიყვარული“ - მარინა კარპი და გიგი დედალამაზიშვილი ესპანეთში იმყოფებიან
⭕„112 დარეკეთ! ხანძარია“ - მარიამ გველესიანის ახალმა კადრებმა სოცქსელში დიდი გამოხმაურება დაიმსახურა