ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში ძიუდოისტ ილია სულამანიძის დედამ, მანანა გოჩელეიშვილმა შვილის ქორწილის დღეს, რძალზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მას მშობლები არ ჰყავს. როგორც მანანა გოჩელეიშვილმა თქვა რძალს, თაკო მეგრელიძეს დედობას გაუწევს:
„ამაღლებული განწყობით ვარ, ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი გულისტკივილია, რომ თაკოს მშობლები არ ჰყავს. გავუწევ დედობას და ვიზრუნებ იმაზე, რომ ვიყო კარგი დედამთილი კი არა, არამედ დედა “, - აღნიშნა მანანა გოჩელეიშვილმა.
ცნობისთვის, ცნობილმა ქართველმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ვიცე-ჩემპიონმა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ილია სულამანიძემ 24 ოქტომბერს ჯვარი დაიწერა.
ილიას რჩეული მოცურავე თაკო მეგრელიძეა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ილიამ თაკოს ხელი 2025 წლის აგვისტოში, საბერძნეთის ულამაზეს კუნძულ სანტორინიზე სთხოვა, რის შემდეგაც წყვილმა ქორწილისთვის მზადება დაიწყო.
წვეულება კი, რომელსაც უამრავი სტუმარი დაესწრო, „ვილა მოსავალში” გაიმართა. წყვილის ქორწილში სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ილია თოფურიაც იმყოფებოდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „დღემდე ჩამესმის შენი სიტყვები...“ - ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა
⭕ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა