Digest Logo

„დიდი ხანია, ასე არავის წასვლა არ განმიცდია...დიდი არტისტი იყო“ - ანდრია გველესიანი კოლეგას ემშვიდობება

1778048433
ნუგზარ ყურაშვილი.

74 წლის ასაკში 2 მაისს თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა.

გარდაცვლილ ხელოვანს კოლეგები ემშვიდობებიან, მათ შორის, ანდრია გველესიანი.

„დიდი ხანია, ასე არავის წასვლა არ განმიცდია, იმიტომ რომ თვითონ იყო განსაკუთრებული ადამიანი და შენც განსაკუთრებულად გაგრძნობინებდა თავს.

ეს დღეებია, ვცდილობ გავუმკლავდე მისი წასვლით გამოწვეულ ემოციების ქარიშხალს, ჩემში რომ ტრიალებს, მაგრამ ვერ ვერევი და ბავშვივით მეტირება.

დიდი არტისტი იყო და, ამავდროულად, დიდი ადამიანი... „ადამიანი ურთიერთობა არის, სხვა არაფერიო“, - ასე იტყოდა და მართლა ასე ცხოვრობდა; შენთან ურთიერთობაში დებდა სრულად თავის თავს და თავის გრძნობებს.

გულწრფელი იყო და ტიტანური ენერგიის მატარებელი... და ეს უყვარდა სხვასაც. საოცარი იუმორი ჰქონდა და ადამიანებთან კავშირის საოცარი ნიჭი. გამორჩეული გულშემატკივარი იყო ჩემი და ყველა ახალგაზრდის.

რამდენი რამის დაწერა და გახსენება მინდა, რა მოთვლის... ლეგენდა ხართ, ბატონო ნუგზარ, და ვამაყობ თქვენთან ურთიერთობით. აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს“, - წერს ანდრია გველესიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕იღბალი მათ მხარეს იქნება: აღმოსავლური ჰოროსკოპის ეს ნიშნები მაისში დიდ წარმატებას მიაღწევენ

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„ვწერ ამას ყველაფერს და სახტად ვერ დარჩენილი, მივხვდი რას ნიშნავს ცოცხალ მკვდარი, ის მკვდარია, ოღონდ მან არ იცის, რომ მოკვდა“ - რას წერს გია ჯაჯანიძე