Digest Logo

🎥 „დიდი მადლობა, ბავშვი გვათხოვეთ...“ - როგორ დააღწია აეროპორტის რიგს თავი ლელა წურწუმიამ

1762351822
ლელა წურწუმია

მომღერალი ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. იგი ხშირად აქვეყნებენ კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ამჯერად იგი ევროპაში მოგზაურობს და აეროპორტიდან კადრებს აქვეყნებს. მას როგორც ჩანს აეროპორტში გრძელი რიგი დახვდა, ამიტომ ერთ-ერთმა მგზავრმა ბავშვი „ათხოვა“, რადგან ბავშვიანების ზოლში ურიგოდ გასულიყო:

„როცა ევროპაში ჩადიხარ და დიდი რიგები გხვდება“, - წერს ლელა წურწუმია ვიდეოზე.

ვიდეოში ისმის კახა მამულაშვილის ხმაც:

„ლელა სწორად მივდივართ? დიდი მადლობა, ბავშვი გვათხოვეთ“, - ამბობს მამულიჩა ვიდეოში.

ვიდეომ საზოგადოების გამოხმაურება დაიმსახურა:

„ვგიჟდები, რა საყვარელია. მოხერხებული მეგრელი და ძალიან საყვარელი“,

„არადა მეგრელებზე იტყვიან აფერისტები არიანო, აფერისტები კი არა ჭკვიანები და მოხერხებულები ვართ!“,

„ლელაც თაღლითობს? მე ჩემი შვილები, ჩემს დაკავებულ რიგში ვერ დამიყენებია“, - წერენ კომენტარებში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ვარსკვლავი გოგო“ - თაკო ნაცვლიშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕„ურთიერთობებში მეტი სიმყუდროვე და რომანტიკული მომენტები გელოდებათ...“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ცნობილია სად და როდის დაკრძალავენ მეუფე სერაფიმე ჯოჯუას - „ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მეუფის ხსოვნა“