Digest Logo

მაქსიმ გალკინმა შვილები, 13 წლის ტყუპები პირველად გამოაჩინა - „არდადეგები ბავშვებთან ერთად“

1775639490
მაქსიმ გალკინ

რუსმა კომიკოსმა და მსახიობმა მაქსიმ გალკინმა 13 წლის ტყუპი შვილები სოციალურ ქსელში პირველად გამოაჩინა. 

კომიკოსი ჰარისთან და ლიზასთან ერთად შეერთებულ შტატებში დასასვენებლად გაემგზავრა. მაქსიმმა ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას გადაღებული ფოტოები „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

„არდადეგები ბავშვებთან ერთად“, - წერს მაქსიმ გალკინი.

რა არის ცნობილი მაქსიმ გალკინისა და ალა პუგაჩოვას შვილების შესახებ?

ტყუპები ლიზა და ჰარი 2013 წელს დაიბადნენ. ცნობილია, რომ ბავშვები სუროგაციის გზით გაჩნდნენ. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა საცხოვრებლად ისრაელში გადავიდნენ, მოგვიანებით კი კვიპროსზე დასახლდნენ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შენ ხარ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ადამიანი“ - ნინი კენჭიაშვილი მეუღლეს იუბილეს ულოცავს

დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების ჩამონათვალი, სისხლში შაქრის სტაბილური დონისთვის

„განსაკუთრებით კარგია ქორწინებისთვის და სხვა სამსახურში გადასვლისთვის... შეიძლება ფიცის დადება ერთგულებაზე“ - 8 აპრილის ასტროპროგნოზი