22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაკრძალეს.
ცერემონიას ქართველი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ესწრებოდა, რომელმაც გადასვენების პროცესში მონაწილეობა მიიღო.
იგი ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„დიდი ქართველი ვაჟკაცი, სამშობლოს სიამაყე!“.
„საქართველოს შვილი ხარ. დაგლოცოს უფალმა“.
„გვერდიდან არ მოცილებულა პატრიარქს ეს ბიჭი! ოქროს კაცი ხარ“, - წერენ კომენტარებში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან აღელვებული, ამაყი და ამავდროულად გულაჩუყებული ვარ...“ - ნინი შერმადინის მორიგი მიღწევა