მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს ქვეყანაში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს.
ამჯერად იგი 7 მარტიდან ჰაერის ტემპერატურის ვარდნას პროგნოზირებს:
„5 და 6 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონში მცირე, მაგრამ თვალსაჩინო შესვენება გვექნება ნაცრისფერი დღეების შემდეგ - დღის საათებში გამოიდარებს და შედარებით დათბება.
ტემპერატურა +10…+12°C-მდე მოიმატებს, რაც საშუალებას მოგვცემს ცოტა ხნით ვისიამოვნოთ მზის სხივებით და განვიტვირთოთ მოღრუბლული განწყობიდან.
7 მარტიდან: კვლავ გაავდრდება და ტემპერატურა დაიკლებს.
გისურვებთ თბილ, მშვიდ და პროდუქტიულ დღეებს“, - წერს კობა ფარტენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს არის „ფინანსური ალღოსა“ და შინაგანი რესურსების გააქტიურების დღე...“ - 5 მარტის კოსმოსური ამბები