Digest Logo

„მეგონა, ორ დღეში დამთავრდებოდა ეს ამბავი, მაგრამ იმდენი გაზიარება ჰქონდა, მინიმუმ, ორი კვირა სულ ეს ვიდეო ხვდებოდა ყველას…“ - ეკა მჟავანაძე

1724908453
ეკა მჟავანაძე

მსახიობი ეკა მჟავანაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, როგორ ატკინა გული კრიტიკამ, რომელიც სპექტაკლში მის ცეკვას უკავშირდებოდა.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე – კარგი, რამაც გაგახარათ და ცუდიც, რამაც ცოტა გული გატკინათ?

– ცუდს რაც შეეხება, ეს, ალბათ, ყველამ ნახა, როდესაც „ფეისბუქზე“ ტალღასავით აგორდა ჩემი ვიდეო სპექტაკლიდან. მეგონა, ორ დღეში დამთავრდებოდა ეს ამბავი, მაგრამ იმდენი გაზიარება ჰქონდა, მინიმუმ, ორი კვირა სულ ეს ვიდეო ხვდებოდა ყველას. ვიღაცები მლანძღავდნენ. გასაგებიცაა, ცოტა ისეთი ვიდეო იყო…

ეს სპექტაკლი 2011 წელს ვითამაშე. მერე გაჩერდა და წელს აღადგინეს. რომ გითხრათ, თამაშის დიდი სურვილი მქონდა-მეთქი, არა. 13 წლის წინ მქონდა მასში ნათამაშები და ეს ცოტა არ არის. აღარც ისეთი ასაკი მქონდა, თუმცა, დავთანხმდი, რომ ვითამაშებდი და ასეთი გაუგებრობა მოჰყვა ამ ამბავს. ვიღაცას შეიძლება, არც უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ფაქტია, რომ ვიდეოს ძალიან ცუდი გამოხმაურებაც ჰქონდა. მე საერთოდ არ ვფიქრობდი ამაზე. კაცია და გუნება, ერთი რომ ცუდს წერდა, მერე ძალიან ბევრი შეესეოდა და მექომაგებოდნენ, მსახიობია და როლს ასრულებსო. ანტირეკლამის მაგივრად რეკლამა გამოუვიდათ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მაშინ გვერდში მედგა. მე, რა თქმა უნდა, პასუხი არავისთვის გამიცია. უბრალოდ, როცა ოჯახი გყავს, ცოტა რთულია. რაც არ უნდა იყოს, შვილებს არ სიამოვნებთ, დედაზე რომ უხეშ სიტყვებს წერენ, ისეთს, როგორიც არ არის საკადრებელი, მაგრამ ყველა თავისი მენტალიტეტიდან და შინაარსიდან გამომდინარე მოქმედებს.

ბიჭები მყავს, მე მათ ვუფრთხილდებოდი, არ მინდოდა, გული სტკენოდათ, თორემ ჩემს თავზე სულ არ ვფიქრობდი. მსგავს სიტუაციაში სხვა მსახიობებს, პირველ რიგში, მე ვურეკავ და ვუხსნი, რომ ასეთ რამეებზე არ ღირს ნერვიულობა. რას იზამ, სოციალური ქსელი ისეთი სივრცეა, სადაც ბევრი რამ ხდება. უარესისგან დაგვიფაროს ღმერთმა, თორემ ეს გადავიტანეთ. უბრალოდ, არასასიამოვნო ფაქტი იყო.

კარგიც ამ ამბავში იყო – თურმე, რამდენ ხალხს ვყვარებივარ, როგორი სითბოთი და სიყვარულით მწერდნენ თუ მირეკავდნენ. ბევრს პირადად საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან თბილად და პოზიტიურად მომიხსენიებდა. ალბათ, არ მიცხოვრია ძალიან ცუდად და ეს ყველაზე დიდი სიმდიდრეა ადამიანისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ეს მხოლოდ დასაწყისია“ - როგორ გამოეხმაურა გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“ გადასვლას ელენე ეპიტაშვილი

🎥 მარიამ მათიაშვილი შვილს ელოდება - კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან

„დაშორებულები იყვნენ, მერე ქალმა თქვა, მაინც არ მომასვენებსო და შეურიგდა“ - კახეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები