ბოლო დროს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას -„უსაფრთოხა თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაზე წასვლა ბანაობა?“ ექიმი არჩილ მარშანია სცემს პასუხს და აცხადებს რომ უკრაინაში მომხდარ აფეთქებას ამ ეტაპზე საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლისთვის ზიანი არ მიუყენებია და შესაბამისად ის ჯანმრტელობისტვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
„შეიძლება თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაზე წასვლა და ზღვაში ბანაობა?
ოჯახით დაწყებული ფოლოვერებით დამთავრებული, ჩემთან ხშირად დასმულ შეკითხვებში ეს დგას პირველ ადგილზე ბოლო ხანებში.
ამ შეკითხვის მიზეზი:
სოცქსელებში იწერება, რომ ზღვაზე წასვლა და წყალში ბანაობა არ შეიძლება, უკრაინაში მომხდარი ეკოციდის გამო-ო.
მე რაც მოვიძიე:
ვერანაირი ოფიციალური განცხადება/გაფრთხილება ვერ ვნახე, დაავადების კონტროლის ცენტრის ან ჯანდაცვის სამინისტროსი;
ვერანაირი სანდო წყარო რომელიც ადასტურებს საფრთხეს საქართველოში და რეკომენდაციას იძლევა ზღვაზე არწასვლაზე, ვერ ვნახე;
შავი ზღვის დინებები რაც ვნახე, ჩვენამდე ჩემი გაგებით რთულად უნდა მოაღწიოს, თუ მოაღწია საერთოდ.
მანამდე რუმინეთმა და ბულგარეთმა და მამენტ თურქეთმა უნდა გააუქმოს სეზონი ეგრე გამოდის;
უკრაინა კი არა, 2021 წელს ნოვოროსიისკში ასობით ტონა ნავთობი ჩაიღვარა და არც გაგვიგია ისე ჩაიარა მაგ ამბავმა.
აქედან დასკვნა:
იმის თქმა, რომ საქართველოში წელს ზღვაზე წასვლა საფრთხის შემცველია და არ შეიძლება ზღვაში ბანაობა, უბრალოდ პანიკაა და არ შეესაბამება სიმართლეს.
თუმცა ვინაიდან მე არ ვარ მაგ დარგის სპეციალისტი და უბრალოდ ჩემით გავაკეთე მოკლე „რისერჩი“, შესაძლოა რამე ვერ გავარკვიე სწორად და მეც მაინტერესებს რა ხდება (თუ ხდება რამე საერთოდ). ამიტომ კომენტარები ღიაა და თუ სხვა რამე იცით, თხოვნა მექნება დამილინკეთ და დავააფდეითებ სტატუსს.‼️ოღონდ თუ რამეს დალინკავთ, კონკრეტულად საქართველოზე დალინკეთ, სანდო, ოფიციალური წყაროს რეკომენდაცია და არა ვინმეს სუბიექტური მსჯელობა ან ზოგადად შავი ზღვის პრობლემის მიმოხილვა. უკრაინაში რო ეკოციდია და შავ ზღვაზე რო პრობლემაა გასაგებია. დიდია უბრალოდ შავი ზღვა ძალიან და ტერმინებში ნუ ავიჭრებით. მადლობა წინასწარ“, - წერს არჩილ მარშანია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს ახალმთვარეობაა - დალოცეთ ყველა, გულით უსურვეთ საუკეთესო...“ - მიხეილ ცაგარელი
🔵გია ბაღაშვილის უფროსი შვილის დაბადების დღეს აღნიშნავს - ემოციური მილოცვა