დიეტა ყოველთვის არ ნიშნავს პატარა თეფშებს და შიმშილის აუტანელ გრძნობას. თუ შენც მათ რიცხვს მიეკუთვნები, ვისაც პროცესუალური დანაყრებისთვის თეფშზე საკვების დიდი მოცულობის დანახვა სჭირდება, გამოსავალი არსებობს: დიდი მოცულობის, მაგრამ დაბალკალორიული პროდუქტები.
ეს არის მარტივი მათემატიკა. მაგალითად, ისეთი პროდუქტები, როგორიცაა კიტრი, ბროკოლი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბოსტნეულის სუპები და საზამთროც კი, მდიდარია წყლითა და ბოჭკოთი (უჯრედისით). ისინი ფიზიკურად აყოვნებენ კუჭს, რაც ტვინს აწვდის სიგნალს, რომ სავსე ხარ. შედეგად იღებ დიდ ულუფას, მინიმალურ კალორიას და მაქსიმალურ დანაყრებას.
⚠️ უნივერსალური ფორმულები არ არსებობს: მიდგომა ინდივიდუალურია! მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტები ზოგადად ჯანსაღია, უნდა გვახსოვდეს მთავარი პრინციპი: ფუნქციური კვების შედგენა და ხერხემლის გაჯანსაღება ყოველთვის ხდება კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობიდან გამომდინარე, სრულიად ინდივიდუალურად.

ასევე დაგაინტერესეთ:
⭕როდის ხდება შფოთვა დაავადება და არა უბრალოდ ხასიათი? ფსიქოთერაპევტის განმარტება
🎥 „დამჩაგრა აი გურულმა“ - რა კადრებს აქვეყნებს მაკა ზამბახიძის ქმარი