საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება და მასთან დაკავშირებით ემოციურ ისტორიებს იხსენებენ.
ერთ-ერთი პროდიუსერი ნატო დუმბაძეა, რომელიც ემოციურ კადრებს გვიზიარებს და წერს თუ რა ხდებოდა სამების ტაძარში პანაშვიდზე.
„დილას შვიდს აკლდა 15 წუთი რომ მივედი, ნაკადი არ წყდებოდა.
უფალს ვთხოვ ეს უწყვეტი მრევლის ნაკადი რომელიც უწმინდესმა გამოზარდა არ მოაკლოს ტაძრებს არასოდეს, ეს ხომ ჩვენი ტკბილი უწმინდესის დამსახურებაა.
დიდება უფალს, მადლობა ყველაფრისთვის ჩვენო უწმინდესობავ“, - წერს ნატო დუმბაძე.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: