Digest Logo

„სიკვდილის ჩიტებმა, თეთრწვერიანი მოხუცი კაცი გაიტაცეს დედამიწიდან და დიდი ხანია ასე არაფერი სტკენია ამ ქვეყანას“- რას წერს ჟურნალისტი თათია ზუხბაია პატრიარქზე

1773998939
პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება და მასთან დაკავშირებით ემოციურ ისტორიებს იხსენებენ.

ერთ-ერთი ჟურნალისტი თათია ზუხბაიაა, რომელიც ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„სიკვდილის ჩიტებმა, თეთრწვერიანი მოხუცი კაცი გაიტაცეს დედამიწიდან.

და დიდი ხანია ასე არაფერი სტკენია ამ ქვეყანას, რადგან იმ ჩიტებმა, იმ მოხუცთან ერთად, თან გაიყოლეს ბევრი ადამიანის იმედი, რწმენა და სიყვარული…

ცასა და მიწას შორის დაატარებენ ჩიტები ამ მოხუც კაცს, მათთვის მხოლოდ ორი გზა იყო გაკვალული, მაგრამ ახლა აღარ იციან ზუსტი მარშრუტი.. აღარ იციან საით იფრინონ…

რადგან სიკვდილის ჩიტებისთვის ჯერ არავის უსწავლებია რაღაც იმაზე აღმატებული, ვიდრე სამოთხე.

განათლდი! და ამაღლდი, პატრიარქო!

ქვეყნის სიყვარულიც შეგეწიოს! რადგან ღმერთი უკვე შენთან არის!“, - წერს თათია ზუხბაია. 

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„პატრიარქის სიცოცხლეშივე ვიცოდით, რომ ისტორიული მასშტაბის ფიგურა იყო, მიუხედავად იმისა, რომ უბრალოებით გამოირჩეოდა “ – გია ბაღაშვილი პატრიარქზე

⭕„ჩვენს სამშობლოში არასდროს დაბნელდება, დღეს სამუდამოდ დავრწმუნდი ამაში, გვიყვარხართ უწმინდესო“ - მარიამ გაბედავა

🎥 „მეტი რა ლეგენდა უნდა არსებობდეს, როდესაც მგლის ლეკვი ჩვენს პატრიარქს ხელებს ულოკავს...“ - პატრიარქის და მგლის ლეკვის საოცარი ისტორია