
დოდონა ნამორაძე, მიუხედავად მცირე ასაკისა, საკმაოდ გამოცდილი მომღერალია. მას მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად დაჰყვა. დოდონა ბავშვობიდან მღერის, ვუნდერკინდული ნიჭიც აქვს და უყვარს ცხოვრებისეული გამოწვევები.
მომღერალი სოციალურ ქსელში აქტიურია, ის ხშირად უზიარებს გამომწერებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ამჯერად, მომღერალი „ფეისბუკზე“ რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რასაც უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა:
„დიდი მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის!
მოლოცვისთვის ადრეა, უბრალოდ ლამაზი ფოტო დავდე“, - წერს დოდონა ფოტოს კომენტარებში, სადაც არაერთი თბილი კომენტარი დაუწერეს წყვილს და ბედნიერება უსურვეს.