ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„კარგი ადამიანი კეთილგანწყობას გაჩუქებს.
გონიერი ადამიანი რაღაც მნიშვნელოვანს გასწავლის.
ძლიერი ადამიანი გაგამხნევებს.
ზნეობრივი ადამიანი შენი წარმატებით გაიხარებს.
ბრძენი ადამიანი შთაგაგონებს.
ბოროტი, ღვარძლიანი და შინაგანად ცარიელი ადამიანი შეეცდება დაგამციროს, გიმტროს, ტალახი მოგცხოს, საჯაროდ საგინებელი სიტყვებით მოგმართოს.
დრო, რომელიც ღმერთმა მოგცა, უსასრულო არ არის - ნუ დახარჯავ მას მასზე, ვინც თავისი მნიშვნელობის გაზრდას შენი დაკნინებით ცდილობს.
ვინ თქვა, რომ ის შენთვის საერთოდ არსებობს?
თუ არარაობას ხედავ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყურადღებაც უნდა მიაქციო.
არც შეხედო, ისე ჩაუარე გვერდით და განაგრძე ცხოვრება.
ღვარძლისა და სიცარიელის მსახურები, განქარვებული კვამლივით, თვითონ დაკარგავენ აზრსაც და მნიშვნელობასაც.
რასაც თვალი ხედავს და ყური ისმენს, ყოველთვის გულს ნუ დაანახვებ და გააგონებ.
არ ღირს მისი მოცდენა წვრილმანებზე.
ის ბედნიერებისა და მარადიული ცხოვრების მოსაპოვებლად გიცემს“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არსად არ მილაპარაკია ამაზე, მაგრამ დასამალი ნამდვილად არაფერია“ - რას ჰყვება გვანცა დარასელია
⭕„საწოლის ქვეშ მოათავსეთ...“ - მარტივი პრაქტიკა სიუხვისა და კეთილდღეობისთვის
⭕რისი გაკეთება კარგი და რისგან უნდა შეიკავოთ თავი? - თაკო მელიქიშვილი 30 აგვისტოს ენერგიებზე