შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა - 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მომხდარ სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მათ შორის იყვნენ ბავშვები, ერთი მოზარდი ამ დრომდე ვერ იპოვეს.
აღნიშნული თარიღი სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გადარჩენილმა გაიხსენა და პოსტი გამოაქვეყნა:
„ერთი წელი გავიდა ჯოჯოხეთური 3 აგვისტოდან.
დრო ვერ შველის ამ ტკივილს…“, - წერს ლანა ჯელაძე.
ცნობისთვის, სტიქიასთან ბრძოლის დროს, ძალოვანი უწყებების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები - პოლიციის მაიორი, - მირიან ჭელიძე და თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის თანამშრომელი - თემურ ხარჩილავა დაიღუპნენ.
ღვარცოფი რაჭაში, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა - რა დროსაც, თითქოსდა ერთ მზიან, წყნარ ამინდში კურორტის დამსვენებლები თუ იქ მომუშავე პერსონალი, თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავ ჩემო სიყვარულო, უსასრულოდ მიყვარხარ“ - სტეფანე მღებრიშვილი 45 წლის გახდა