
კალათბურთელ დუდა სანაძესა და მის მეუღლეს ანუნა მდივნიშვილს ახლახან მერე შვილი, გოგო შეეძინათ.
წყვილს პირველი შვილი ვაჟი ჰყავს. კალათბურთელი პირველი შვილის დაბადებას ვერ დაესწრო, მეორეზე კი ჩამოსვლა მოახერხა.
პატარა ნინა უკვე გაქრისტიანდა. ნათლია კი ცნობილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გახდა.
ნათლობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ნინას დაბადების შემდეგ დუდას მეუღლემ ერთ-ერთ მედიასაშუალებას კომენტარი მისცა:
„ჩვენს ოჯახში დაიბადა ნინა, ისედაც დიდი ხნის წინ გვქონდა შერჩეული ეს სახელი და მით უმეტეს, როდესაც ნინოობას დაიბადა, სხვა ვარიანტზე არც გვიფიქრია.
საკეისრო კვეთის დროს ბავშვს მამას აწვენენ გულზე, ამიტომ დუდამ პირველმა დაიწვინა ნინა გულზე. ძალიან ბედნიერი იყო, სიხარულისგან შოკში იყო! გიორგის შემთხვევაში რომ ვერ განიცადა ეს პირველი ემოციები, ამჯერად ყველაფერი გაორმაგებულად აღიქვა...
ძალიან გვინდოდა მეორე შვილი და გაგვიხარდა, რომ გოგო გვეყოლებოდა. დუდას მხრიდან სულ ბიჭები არიან, სამი ძმა და შვილებიც სულ ბიჭები ჰყავთ, ამიტომ დიდი ხანია, ოჯახში გოგოზე ოცნებობდნენ...“, - ამბობდა ანუნა მდივნიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ აღნიშნა ჯანეტ ქერდიყოშვილის მამამ 65 წლის იუბილე - კადრები წვეულებიდან
⭕სალომე ღვინიაშვილის ფოტოები განსხვავებული ფოტოსესიიდან და მოდელის დახვეწილი ლუქი
⭕„ქართველი კაცი ხარ...“ - მარიამ ელიაშვილი უსაყვარლესი შვილის ფოტოს გვიზიარებს