Digest Logo

დუეტის „ლეონი“ წევრი ნინი კენჭიაშვილი არაჩვეულებრივ ფორმაშია - მომღერალი ახალ ფოტოებს ავრცელებს

1749205148
დუეტი ლეონი

„დუეტი ლეონი“ მუსიკალური პროექტია, სადაც საავტორო სიმღერებს ლევან წოწონავა და მისი მეუღლე ნინი კენჭიაშვილი ასრულებენ. ისინი უკვე 13 წელია ცოლ-ქმარი არიან და წლებია საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

მომღერალმა ნინი კენჭიაშვილმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გაავრცელა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

„ანგელოზი ხარ, გაიხარე შენი ოჯახით“.

„სუპერ გოგო ხარ“.

„დედოფლური, დახვეწილი“, - წერენ კომენტარებში. 

შეგახსენებთ ნინი კენჭიაშვილის ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც მომღერალმა თავისი ქორწილის დღე გაიხსენა:

„მე და ლევანს ქორწილი გვქონდა დაახლოებით 15 წლის წინ. მეცვა მაშინაც ასეთი გამოყვანილი კაბა, რადგან ვფიქრობ, თუ კარგი ტანი გაქვს და ხელს გიწყობს უნდა გამოკვეთო შენი ლამაზი ფიგურები.

დღემდე მომყვება ის სიყვარული და ის სითბო, რაც ჩემ ქორწილში განვიცადე და ვფიქრობ ეს გრძნობა ცხოვრებაში ერთხელ ყველამ უნდა გამოცადოს ეს სიხარული და ბედნიერება“, - ამბობს ნინი კენჭიაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ღმერთო, მადლობა“ - ნანუკა გულუას ახალდაბადებული შვილის ფოტოები უკვე გავრცელდა

„ჩემად დაგარქვი ცხოვრების იმედი, არასდროს არ მტოვებ, იცი რომ მჭირდები...“ - ნატო გელაშვილმა ახალი ლექსი დაწერა

„რა ლამაზი გოგო ხარ, ჩვენს ბიჭს ამშვენებ“ - გიორგი ლორიას მეუღლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს