„ტიკტოკერი“ ნიკა კალანდაძე, რომელიც Gen-Z თაობას მიეკუთვნება ამბობს, რომ მისი აზრით ასაკოვანი მასწავლებლები, რომლებიც მშობლების თაობას ასწავლიდნენ ახლა აღარ უნდა იყვნენ სკოლაში და არ უნდა ასწავლიდნენ ახლა თაობას. მისი თქმით, სურს სკოლაში საკუთარი პროგრამით ასწავლოს, თუმცა მისი შექმნის შესაძლებლობა ამჯერად არ აქვს.
სწორედ აღნიშნულ განცხადებას ბლოგერი და მოგზაური გურამ შეროზია ეხმაურება, რომელიც სხვადასხვა პროფესიასთან ერთად ლექტორიც გახლავთ და უნივერსიტეტში ასწავლის.
„ძაან ტეხავს ეიჯიზმის რომანტიზება და ადამიანების განხილვა ასაკობრივი ნიშნით.
იქნებ, ისეთ ხოდზე ვარ 60-65 წლის ასაკში, რომ გადასარევად ვასწავლი?
გამოცდილებას ბევრი რამ მოაქვს, თუ თანამედროვე ტენდენციებსაც მიყვები და საბჭოთა მენტალიტეტში არ ხარ ჩარჩენილი - 70 წლის ასაკში რომ ლექტორი ან მასწავლებელი იყო, ამით რა შავდება? რით ხარ ნაკლები 30 წლის ადამიანზე?
მქონია გამოცდილება, 24 წლის ასაკში ჩემზე უფროსი სტუდენტი რომ მყავდა, რომელსაც უკვე ჰყავდა შვილი და ათი წლის შემდეგ ამ შვილის ლექტორი გავხდი ერთ-ერთ კურსზე.
ანუ ასე ოც წელში, იმასაც რომ შვილი „გაუსტუდენტდეს” - ვეღარ უნდა ვასწავლო ამ ლოგიკით? ზედაპირული და
სტერეოტიპული აზროვნება ჰქვია ამას და სამწუხარო მოსასმენია, ძალზედ“,- წერს გურამ შეროზია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ვერ გამირკვევია რომელი უფრო მომწონს…თქვენ?“ – ლინდა კიკოლაშვილის ცეცხლოვანი ფოტოები