24 დეკემბერს გვიან ღამით მოქალაქემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზედაც ჩანს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მიუსაფარი ცხოველი. შემთხვევა ბაღდათში მოხდა.
ძაღლის მპოვნელმა Facebook-ზე დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც, ძაღლი საოპერაციოდ თბილისში გადმოიყვანეს. ამბობენ, რომ ცხოველზე აშკარაა ძალადობის კვალი, რომელიც ბლაგვი საგნითაა მიყენებული. ასევე, სხეულზე აქვს ჭრილობები და ნატყვიარი.
მიუხედავად სამედიცინო რეაგირებისა, ძაღლის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში კვლევების შედეგებზე წერს და ამბობს, რომ ძაღლს ძლიერი თავის ტრავმა აქვს მიღებული.
„კლინიკაში ვართ ამ დრომდე რამდენიმე ადამიანი, ამ ცუგას ვადგავართ თავზე.
კვლევებმა დაადგინა, რომ ძაღლს არანაირი პიროტექნიკა არ აქვს აფეთქებული პირში! აქვს ძლიერი თავის ტრავმა, რაც გამოიწვია ბლაგვი საგნის ჩარტყმამ თავის არეში.
აქამდე მხოლოდ ძაღლის მპოვნელის გადმოცემით ვიცოდით, რომ პირში ჰქონდა აფეთქებული პიროტექნიკა.
ამიტომ გთხოვთ, არასწორი ინფორმაცია აღარ გაავრცელოთ! ძაღლი არის ნაცემი, რაც არანაკლებ შემაძრწუნებელია“, - წერს ტასო ლოსაბერიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
გზებზე არსებული ვითარება - სად არის გადაადგილება ნებადართული?
გერმანიაში თამბაქოს აპარატიდან მონეტების ქურდობის გამო საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს