ძალადობრივ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში ჩემპიონთა ლიგის თასის ორგზის მფლობელსა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მკაცრად აკრიტიკებს. კრიტიკის მიზეზი კვარაცხელიას მიერ თანაგუნდელთან, რუს მეკარე მატვეი საფონოვთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების აღნიშვნა გახდა.
კიკნაძე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქართველი შემსრულებლის პრინციპებს და მას მაგალითად უკრაინელი ფეხბურთელი, ილია ზაბარნი მოჰყავს.
„კომენტატორმა თქვა, უკრაინელმა ზაბარნიმ რუს მეკარე საფონოვს ხელი არ ჩამოართვა ვარჯიშზეო. აი, ამას ჰქვია ღირსება და პრინციპულობა. ხვიჩა კვარაცხელიამ არათუ ხელი ჩამოართვა, შეახტა და ჩაეხუტა. ხვიჩა, იცი თუ არა, ვინ წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო?, ვინ მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ვინ ამოგვიხოცა ამდენი ხალხი? რუსს, პუტინის მეხოტბეს და ფეხქვეშ გამგებს, რანაირად ეხუტები? შენი სამშობლოს ისტორიას ან აწმყოს გაცნობიხარ საერთოდ? ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად. აშკარად არ გსმენია და ზაბარნის ჰკითხე, იქნებ რამე მაინც გასწავლოს.
P.S. აბა, რა საერთოა კვარასა და სეტანტას შორის? დაგუგლული არ აქვს არცერთს სიტყვა ღირსება“, - წერს რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ცხოვრება, რომლისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ“ - რა კადრებს გვიზიარებს ნუცა ბუზალაძე
⭕„ბედნიერები იყავით“- აჩიკო ბერიძემ და მისმა რჩეულმა ჯვარი დაიწერეს