Digest Logo

„მშობლები თბილისში არ წამომყვნენ და მარტო ჩამოვედი, ვიყავი ქირით, გარეთ კი ომი და უშუქობა იყო...“ - ავთანდილ ცქვიტინიძე განვლილ რთულ გზას იხსენებს

1780471317
ავთანდილ ცქვიტინიძე

დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე პოდკასტში „ნანკა გვართან“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მისი ცხოვრების ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

ავთანდილ ცქვიტინიძემ ბავშვობის, თბილისში გადმოსვლისა და იმ უმძიმესი პერიოდის შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში არსებული კრიზისის დროს მარტოს, ოჯახის გარეშე მოუწია.

დიზაინერი აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში უდიდესი როლი გურულმა ფესვებმა და იუმორმა ითამაშა, რაც დღემდე ყველა სირთულის გადალახვაში ეხმარება.

„მე დავიბადე ოზურგეთში და მადლობა ღმერთს, კიდე კაი მაქვს ეს გურული იუმორის გრძნობა, რომელსაც მოვყავარ დღემდე და გადამარჩინა. 

გავიზარდე ფანტასტიკურ სივრცეში, თუმცა მალევე მოგვიწია ცხოვრების რთული პერიოდი. მომიწია მარტო ბრძოლა იმ დიდ გამოწვევებთან, რომელიც ჩემ თავს დავუსახე. თბილისში არ წამომყვნენ მშობლები, წამოვედი მარტო და დავიწყე ბრძოლა გადარჩენისთვის.  ვიყავი ქირით, ისეთ დროს, როცა იყო უშუქობა, გარეთ ომი, სიცივე, დილის 5 საათზე პურის რიგში დგომა...“, - ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ცხოვრება, რომლისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ“ - რა კადრებს გვიზიარებს ნუცა ბუზალაძე

⭕„ბედნიერები იყავით“- აჩიკო ბერიძემ და მისმა რჩეულმა ჯვარი დაიწერეს

⭕„დაბადება ჩვენთვის არ უკითხავთ და არც წუთისოფლიდან წასვლას გვკითხავენ“ - რას წერს გია მურღულია