ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ მიმართვას აქვეყნებს. თუმცა, ადრესატის ვინაობას არ ასახელებს:
„ზედმიწევნით იცი, მაგრამ გააზრება გიჭირს, რომ „კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო“ ნამდვილი და გასათვალისწინებელი სიბრძნეა.
საკუთარ თავსაც გაუფრთხილდები, სხვასაც დაინდობ და მშვიდადაც დაიძინებ.
ძალიან არ მინდა კოკა გაგიტყდეს და ცხოვრება შეგეცვალოს. არ მინდა დარდი, ნერვიულობა და ფიქრი.
ჯერჯერობით შენი გულშემატკივარი ვარ.
პირდაპირ არ გეუბნები, ასე მირჩევნია და მომწონს, თან საქვეყნოდ იმიტომ ვწერ, რომ სხვებმაც წაიკითხონ.
„ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“, - წერს გია ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
🎥 „დღის საუკეთესო დოპინგი“- თამუნა ამონაშვილი ტყუპების უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს
⭕იუპიტერი ლომში, ახალი შესაძლებლობების ციკლი უკვე დაიწყო: ასტროლოგის რჩევები და გაფრთხილება