Digest Logo

„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ აიაქსის უდიდეს ისტორიას კიდევ ერთი ქართველი წარმომადგენელი შეეხება“ - შოთა არველაძე

1693472981
შოთა არველაძე

ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კარიერას ნიდერლანდებში გააგრძელებს - „აიაქსმა“ 22 წლის ფეხბურთელთან და მის უკვე ყოფილ გუნდთან „მეცისთან“ შეთანსხმებას მიაღწია. 

გიორგი მიქაუტაძემ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მისი სატრანსფერო საფასური კი 16 მილიონი ევროა.

სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფეხბურთელი შოთა არველაძე გამოეხმაურა:

„გიორგი მიქაუტაძის აიაქსში ტრანსფერმა ისეთი შეგრძნება გამიჩინა, თითქოს კონტრაქტს ხელი მეც მოვაწერე. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ აიაქსის უდიდეს ისტორიას კიდევ ერთი ქართველი, კიდევ ერთი ფორვარდი და ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი შეეხება.

გიორგი საუკეთესო ადგილზე მოხვდა და დარწმუნებული ვარ, მისი როლი ამ შესანიშნავ კლუბში იქნება საკვანძო და გულშემატკივრისთვის საყვარელი ფეხბურთელი მოკლე დროში გახდება. მასთან ერთად, მახარებს სხვა ქართველი ფეხბურთელების წარმატებული ტრანსფერები და იმედი მაქვს, მათი ინდივიდუალური წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი საბოლოოდ ეროვნული ნაკრების შედეგზე აისახება“, - წერს შოთა არველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დარწმუნებული ვარ, ზაზა ამ პატარა ბავშვის გადასარჩენად იბრძოდა, ვის გვერდითაც იპოვეს“ - ხათუნა აფაქიძე

🎥 ნეკა დოროყაშვილი საცურაო კოსტიუმში პოზირებს - „საოცრად ლამაზი ხარ“

🎥 სერიული ქურდობის ფაქტებზე იტალიაში ქართველების 5-კაციანი დაჯგუფება დააკავეს