Digest Logo

„ძალიან ბევრი ადამიანი ღელავს რომ ქართული ენა იკარგება. ხალხნო რამ შეგაშინათ?“ - დათო ლიკლიკაძე

1668842408
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი - დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ქართული ენა დაკარგვის საშიშროების წინაშე არ დგას. 

ის საზოგადოებას მიმართავს და ამშვიდებს, რომ  21-ე საუკუნეში, ციფრული გამოწვევის და ინტერმედიის ეპოქაში ენა ვერ დაიკარგება. 

„ძალიან ბევრი ადამიანი ღელავს რომ ქართული ენა იკარგება. (მათ შორის ჩემი საუკეთესო და განათლებული მეგობრები), რომ ამ უცხო სიტყვების გამო, რომ ქართული შესატყვისის არ თქმის გამო და რომ კიდე ვინ იცის რის გამო, იკარგება „ენაი ჩვენი ქართული....“

ხალხნო რამ შეგაშინათ? მართლა ფიქრობთ, რომ როცა არც წიგნი არსებობდა, არც საბეჭდი მანქანა, არც ფოტოგრაფია, არც კინო, არც კომპიუტერი და ინტერნეტი, როცა მაშინ არ დაკარგულა ენა და ასე მოვიდა მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით, ახლა დაიკარგება ქართული? 21-ე საუკუნეში, ციფრული გამოწვევის ერაში, მულტიმედიისა და ინტერმედიის ეპოქაში დაიკარგება ენა?

დაწყნარდით, იყუჩეთ, არაფერი არ დაიკარგება. ვისაც როგორ უნდა ისე ისაუბროს. ბოლოს და ბოლოს არ გკითხავთ თქვენ ვინ რომელ უცხო სიტყვას გამოიყენებს, რომელი არნოლდ ჩიქობავა თქვენ ხართ, აკაკი და მზექალა შანიძეები, ან მათი ლაბორანტები.

P.S.პოსტი ყველას გეხებათ ჩემი დის გარდა. მასთან ბრძოლის თავი არ მაქვს ამ უიქენდზე...ნუ კაი ამ უქმეებზე“ - წერს დათო ლიკლიკაძე.

 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵მანანა არჩვაძემ შვილები საგვარეულო კოშკიდან გამოაგდო და ნივთები ქუჩაში გამოყარა - რა ხდება გამსახურდიების ოჯახში

🔵„მოვდივართ, მე და ჩემი სტუდენტი მეტროთი, ჩუმი კივილი გავიგე და ვიღაც ჩამომეკიდა მხარზე... ქალმა გაოცებულმა ჯერ იმას შეხედა, მერე მე და წამოდგა“ - რა მოხდა მეტროში

🔵რა საჩუქარი მიიღო ქეთი დოლიძემ „კუკარაჩას“ პრემიერის შემდეგ ქურდებისგან